ხობში თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი ხუთი პაციენტიდან ერთი გარდაიცვალა. როგორც „ლაივპრესს“ ხეჩინაიშვილის სახელობის კლინიკაში განუცხადეს, 67 წლის მამაკაცი დღეს გამთენიისას გარდაიცვალა. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დანარჩენი ოთხი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
რაც შეეხება კიდევ ორ პაციენტს, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, მათ დამწვრობა შედარებით მსუბუქ ფორმებში აღენიშნებათ.
დაშავებულები წუხელ ვიცე პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა. მისი ინფორმაციით, სულ, ხანძრის შედეგად ერთი ოჯახის 7 წევრი დაშავდა.
როგორც „ლაივპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სავარაუდოდ ხანძარი უეცრად გაჩნდა, რადგან სახლში ძალიან სწრაფად გავრცელდა.
წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა.
http://www.livepress.ge