ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტე უეარისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია (ვიდეო)
2018 წლის 9 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტე უეარისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც მიტროპოლიტმა კალისტემ წაიკითხა საზეიმო მოხსენება თემაზე „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“. უნივერსიტეტის რექტორმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ და ისაუბრა მიტროპოლიტ კალისტეს დამსახურებასა და ღვაწლზე მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. საპატიო დოქტორის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემოსვანეთის და გურიის სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, ქ. ფოთის მერმა, ბატონმა გოჩა კრდღელიამ დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტოს უეარს მიენიჭა ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება.