ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა თამუნა სიჭინავამ ქალბატონებს „სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე“ მიულოცეს, ყვავილები მიართვეს და მისალოცი ბარათები გადასცეს.
სოფლად მცხოვრები ქალების დღე პირველად 2008 წლის 15 ოქტომბერს აღინიშნა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სიღარიბის დაძლევაში.