ხობელი ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს პრიზიორია

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ნუგზარ წურწუმიამ. ხობელმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში ჩინელი ლიგუო ცაო, ანგარიშით 11-0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ხობელ ფალავანს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეულ დიდ წარმატებას.



„ძალიან გახარებული ვარ. არ ვიცი რა ვთქვა. ჩემთვის ეს არის უდიდესი წარმატება. ღმერთმა ასე ინება და უფრო მეტს მოვინდომებ და ვეცდები საქართველო გავახარო“