ხობის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე (კმ5+ 00 -კმ 10+ 300), გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროცესს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია და ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა გაეცნენ. პროექტის შესაბამისად ხორციელდება გზის საფარის მოწყობა ასფალტო ბეტონით, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები. პროექტი რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 2,4 მილიონი ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის 22 ივნისს დასრულდება.