ჭალადიდში სიმინდის გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს


ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სიმინდის გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს (ინდივიდუალური მეწარმე „სერგო ბერაია“). საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკა-დანადგარებით და მასში, 18 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. მიმდინარე წელს მეწარმემ 70 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 700 ტონა სიმინდის მარცვალი მოიწია.
საწარმო ყოველწლიურად 2000 ტონა სიმინდის მარცვალს გადაამუშავებს და წარმოებული პროდუქციის (ღერღილი და ფქვილი) რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.



პირდაპირი ჩართვა რადიო „ათინათის“ ეთერში