სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - კალათბურთი


სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გრძელდება შეჯიბრებები ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდების მონაწილეობით.
ქალაქ ხობის  N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში,  საკალათბურთო პირველობა გაიმართა, რომელშიც  მოსწავლეებით დაკომპლექტებული ათი სკოლის გუნდი მონაწილეობდა. გოგონათა შორის მუნიციპალური ტურის გამარჯვებული ქ. ხობის N1 სკოლა გახდა; ხოლო ვაჟთა შორის პირველობა ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა.
სპორტული ოლიმპიადა, რომლის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში ჩაბმა და სასკოლო სპორტის ხელშეწყობაა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ხორციელდება.