გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. მომხსენებელმა პროექტის ტექნიკურ მონაცემებზე, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების რისკებზე ისაუბრა. შპს ,,პრაიმ ბეტონი'' ქალაქ ხობის ტერიტორიაზე გეგმავს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში)გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობას და ექსპლუატაციას. საწარმო აღჭურვილია ინერტული მასალების სამსხვრევი და დამახარისხებელი დანადგარებით. ანგარიშის განხილვას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „პრაიმ ბეტონის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: http://moe.gov.ge/res/images/file-manager/ApplicationofanEnvironmentalDecision/primebetoni/gzsh.pdf