მემორიალური პირველობის გამარჯვებული „კრისტალი“ გახდა


24 სექტემბერს, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილპირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა.
შეჯიბრებაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მერიის, საკრებულოს, პოლიციის, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“, სახანძრო-სამაშველო სამსახურის და მიკრო საფინანსო ორგანიზაციაკრისტალისგუნდები მონაწილეობენ.
საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული „კრისტალი“ გახდა, მეორე ადგილი სახანძრო-სამაშველო სამსახურის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე მერია გავიდა.
  ღონისძიებას რამაზ კიტიას ოჯახის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
  სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ()იპხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთისორგანიზებით განხორციელდა.