საფუტკრე მეურნეობის მოწყობის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა


ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სამრეწველო საფუტკრე მეურნეობის მოწყობის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა. „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, ედუარდ მელიამ ადგილობრივ ფერმერებთან ფუტკრის დაავადებების პრევენციის, მკურნალობის მეთოდების, მოვლა-პატრონობის და ნატურალური თაფლის წარმოების წესის შესახებ ისაუბრა.
ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.