აქტივების მართვის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა


ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში აქტივების მართვისა და კაპიტალური საინვესტიციო პროექტების შედგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი გაიმართა, რომელსაც ხობის, სენაკის, მარტვილის და აბაშის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროგრამა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებას,  ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების პორტფელის მომზადებაში დახმარებას.
მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტი, „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ (srmidp) ნაწილია, რომელიც მსოფლიო ბანკის და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტამდე გაგრძელდება.