გოგი ბუკიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა ნარდში


ქალაქ ხობში, სტარტი აიღო გოგი ბუკიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ნარდში. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში 64 მონარდე მონაწილეობს.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირის ფინალური შეხვედრები 27 სექტემბერს, 11 საათზე, კულტურის სახლის ფოიეში გაიმართება.
პირველობა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.