ხობის ქალთა საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ საუკეთესო ფეხბურთელი 17 წლის ანა წულაია გამოძახებულია საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებში, რომელიც ა/წლის 24 სექტემბერს შეკრებას მართავს ქ.თბილისში და1-10 ოქტომბრამდე მონაწილეობას ღებულობს უეფას 2018-19 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში, რომელიც ტარდება ბოსნიაჰერცოგოვინაში. წარმატებებს ვუსურვებთ ანა წულაიას და საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებს.
წყარო: ხობის „კოლხეთი“