საქართველოში მოქმედ ფეხბურთის სამ მსაჯ ქალს შორის ერთი 20 წლის ხობელი გოგონა ვიკა სახურიაა. ვიკა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. სწავლის პარალელურად მსაჯად მუშაობს.
ამბობს, რომ მსაჯობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხობის საფეხბურთო მოედანზე ერთ-ერთ თამაშს დაესწრო.
„2010 წელს სტადიონზე მივედი ხობის „კოლხეთის“ თამაშზე. ისეთი ჟინი და სიყვარული ვნახე, რომ მეც შემიყვარდა ფეხბურთი. ხობში ქალთა ფეხბურთიც არის და დავიწყე მათთან ერთად ვარჯიში და ტურნირებში მონაწილეობა, - გვითხრა ახალგაზრდა მსაჯმა.
ამბობს, რომ მსაჯობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხობის საფეხბურთო მოედანზე ერთ-ერთ თამაშს დაესწრო.
„2010 წელს სტადიონზე მივედი ხობის „კოლხეთის“ თამაშზე. ისეთი ჟინი და სიყვარული ვნახე, რომ მეც შემიყვარდა ფეხბურთი. ხობში ქალთა ფეხბურთიც არის და დავიწყე მათთან ერთად ვარჯიში და ტურნირებში მონაწილეობა, - გვითხრა ახალგაზრდა მსაჯმა.
მისი თქმით, საქართველოში არსებული სტერეოტიპების მიუხედავად, ქალებს შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ სპორტი მხოლოდ კაცების საქმე არ არის.
„საქართველოში ორ ქალ მსაჯს ვიცნობ, ხათუნა მიასურაძეს და ქეთევან გაიპარაშვილს. ისინი ჩემთვის სამაგალითოები არიან. მათ დაამტკიცეს, რომ დაიბადო ქალად, არ ნიშნავს იყო მხოლოდ სამზარეულოში. ბუნებრივია, მეც მქონდა წინააღმდეგობები, დავშორდი შეყვარებულს, რომელიც ჩემს მსაჯობას ვერ შეეგუა. მოედანზე გასვლისას, ხშირად მესმის უფროსი ასაკის მწვრთნელებისგან - გოგომ ფეხბურთის რა უნდა იცოდესო, მაგრამ კეთილგანწყობას და მხარდაჭერასაც ვგრძნობ. ხობში ქალთა ეროვნული ჩემპიონატის გახსნაზე მიმიწვიეს. ვხედავ, რომ ხობი ჩემით ამაყობს, რაც ძალიან მახარებს“, - გვითხრა ვიკა სახურიამ.
მან ცოტა ხნის წინ წარმატებით გაიარა საქართველოში ახლადდაარსებული საერთაშორისო მსაჯთა აკადემიის კურსი. ამჟამად მსაჯობს ფეხბურთის ქალთა ეროვნულ ჩემპიონატებში, ასევე მამაკაცთა მოყვარულ ლიგაში. ხშირად გამოდის ხობის საფეხბურთო მოედანზეც.
მისი მომდევნო სამი წლის ამოცანაა, ფიფას კატეგორიის მსაჯი გახდეს.
„ჩემი მიზანია მოვემზადო წარმატებისთვის. ჯერ ფიზიკურად უნდა ვიყო ფორმაში, ვისწავლო უცხო ენები, ვირწმუნო ჩემი შესაძლებლობების. საოცრება მოხდა გასულ წელს, როცა პირველად ისტორიაში ბუნდესლიგის თამაშებს ქალი არბიტრი ჰყავდა. ასე რომ, შესაძლებელია საქართველოშიც ეროვნულ ჩემპიონატებში ქალი მსაჯობდეს. მინდა დავამტკიცო, ჩვენს პატარა ქვეყანასაც შეუძლია ჰყავდეს დიდი მსაჯები“, - გვითხრა ვიკა სახურიამ.