ავტორი: თამარ ზანთარაია
რუსეთი ოკუპანტია, - ამ წარწერით მიიღებთ ხობში, სტალინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გადახდის ქვითარს. წარწერა, რომელიც ქართულთან ერთად ინგლისურადაცაა დატანილი, ობიექტის მესაკუთრეთა გზავნილია საზოგადოებისთვის, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ მათ რუსული ოკუპაციის შესახებ.
მაღაზიის მფლობელი როლანდ სერგია „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ სავაჭრო ობიექტი „მაფერი“ ოჯახმა ორი წლის წინ გახსნა. ქვითარზე მსგავსი წარწერის დატანის გადაწყვეტილებაც მაშინვე მიიღეს. მიუხედავად ამისა, აქციის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შეიტყო. ეს მას შემდეგ, რაც გადახდის ქვითარი სოციალურ ქსელში როლანდ სერგიას მეგობარმა გამოაქვეყნა.
„აუცილებელი და მნიშვნელოვანია, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ამ შემთხვევაში მტერს - მტერი, ოკუპაციას - ოკუპაცია და ა.შ. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთი აგური დავდეთ იმ დიდ საქმეში, რასაც ერთიანობა და მთლიანობა ჰქვია“, - თქვა 29 წლის როლანდ სერგიამ, რომელიც აგვისტოს ომში, როგორც რეზერვისტი, მონაწილეობას იღებდა.
მისი სიტყვებით, ის დაბომბვის ეპიცენტრშიც იმყოფებოდა და საკუთარ თავზე აქვს განცდილი „რუსული ოკუპაციის“ საფრთხე.
მაღაზიის მფლობელი ამბობს, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ქვითარზე მსგავსი წარწერის დატანა მარტივია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს ამ აქციაში.

„ძალიან მარტივია ამის გაკეთება. სადაც სალარო აპარატებს არეგისტრირებენ, იქ რომ მიხვალთ, ეტყვით და დააწერენ“, - განაცხადა მაღაზიის მფლობელმა.
„ლაივპრესი“ აქციასთან დაკავშირებით მოქალაქეებს ხობში გაესაუბრა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ქვითარზე წარწერას საერთოდ არ აკვირდებიან და აქციის შესახებ არაფერი იცოდნენ. რესპონდენტთა დიდი ნაწილი გზავნილის შინაარს იზიარებს და აქციას მიესალმება.
როლანდ სერგია იმედოვნებს, რომ აქციით მეწარმეებიც დაინტერესდებიან და ჩაერთვებიან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვაში.

წყარო: www.livepress.ge