„ხობის
მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნისა და
შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 აგვისტოს N01-431-01 ბრძანებით შეიქმნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე არჩაია, მურმან ბაბილუა, მამუკა ბუკია, გიორგი გოგოხია, გურამ
კვიკვინია, გვანცა კიკალეიშვილი, ნათია სალაყაია, ნინო ქარჩავა, იგორ ქირია, ადა
შელია.
საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.
საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა. მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად მერის უფლებამოსილების ვადით შეიქმნა. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სავალდებულო ძალა არ აქვს.