31 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის
სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ბუკია უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური
თანამდებობების დასაკავებლად 2018 წლის 19 ივლისს გამოცხადებული ღია კონკურსის
მეორე ეტაპის (გასაუბრება) მონაწილეები შეაფასეს.