საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ. მაჟორიტარი სოფელში არსებულ ვითარებას გაეცნო, მოისმინა მოსახლეობის მოსაზრებები და პრობლემები, საუბარი შეეხო უკვე განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ ჩატარებულ შეწამვლით სამუშაოებს. ისაუბრეს არსებული გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარების გზებზე, განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. დეპუტატმა შეხვედრისას ახალგაზრდების ჩართულობასა და მათი ინტერესების გათვალისწინებაზე გაამახვილა ყურადღება. ადგილობრივების ინტერესიდან გამომდინარე ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაიცა. ქარიატაში ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით კი მადლიერება გამოხატეს.