დაიწყო ნუტი ლემონჯავას სახელობის საფეხბურთო ტურნირი (video)


24 აგვისტოს,  ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნუტი (ნუგზარ) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობენ: ხობის („კოლხეთი“), მარტვილის („სალხინო“), ხონის („იმერეთი“), მარტვილი („დინამო-აკადემია“), ლიას (“ენგური“), ბათუმის სასპორტო სკოლა, ფოთის („კოლხეთი“), ზუგდიდის საფეხბურთო სკოლის 2006-2007 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები.
     ღონისძიების გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილეები: ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია,  საკრებულოს წევრებთან და ოჯახის ახლობლებთან ერთად  ესწრებოდნენ.
      საფეხბურთო ტურნირის ფინალური  შეხვედრები  29 აგვისტოს (ნუტის დაბადების დღეზე)  გაიმართება.
    შეჯიბრების ჩატარების ორგანიზატორებია საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთი“ და  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია.       გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ნუგზარ ლემონჯავას სახელობის თასით, დაჯილდოვდებიან აგრეთვე საპრიზო ადგილზე გასული გუნდები და შეჯიბრების საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში, რომელთაც გადაეცემათ პრიზები და სიგელები.