20 აგვისტოს თბილისში, გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი მკლავჭიდში, სადაც საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სასპორტო სკოლის მკლავჭიდელები (14-15 წლიანები) საბა ლატარია (55 წ.კგ) და გოგა დანელია (50წ.კგ). მწვრთნელ-მასწავლებელი კობა თუთბერიძე. გამარჯვებულები 12-21 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრებიან, სადაც ჩატარდება მსოფლიო პირველობა მკლავჭიდში. ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს პატარა ჩემპიონებს გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს.