16
აგვისტოს, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები
სამართლიანობისთვის“ ორგანიზებით გაიმართა
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრთან, ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“-ს
თავმჯდომარესთან გია ჟორჟოლიანთან. შეხვედრას
ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა,
და გენდერულ საკითხებში პასუხისმგებელი პირი თამუნა სიჭინავა ხობის მუნიციპალიტეტში
მცხოვრებ აქტიურ ქალბატონებთან და საჯარო მოხელეებთან
ერთად ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე
ისაუბრეს შემუშავებულ საპენსიო რეფორმაზე. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები სამართლიანობისთვის“
ხობის მუნიციპალიტეტში 5 სტრუქტურული ერთეული
სახელწოდებით „ქალთა სახლები“ დააფუძნა, რომელშიც ერთიანდებიან სოფლად მცხოვრები ქალები,
რომლებიც მოხალისეობრივად იმუშავებენ სოფლის
და კერძო პრობლემებზე.