29 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხობის და ფოთის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები. მესამე ადგილზე გავიდა ბათუმის გუნდი, გამარჯვება ხობის ბავშვთა გუნდმა მოიპოვა და შესაბამისად ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის მფლობელი გახდა. სპორტული ღონისძიების დაჯილდოების ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია, საკრებულოს წარმომადგენლები და ნუტის მეგობრები ესწრებოდნენ.