14 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში „რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ თანაზიარის“ წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრთათვის და მერიის მოხელეებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ტრენინგი გამართეს.
ტრენინგს საქართველოს რეფორმების ასოციაციის ანალიტიკოსი ეგნატე შამუგია და დავით ლოგუა უძღვებოდნენ. მომხსენებლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფციის, უფლებამოსილებების სახეების და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ ისაუბრეს.
პროექტს - „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაცია „რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი თანაზიარი“ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს.