ხობში “თბილისის ბიგ-ბენდის” და “ქართული ხმების” კონცერტი გაიმართა (ვიდეო)


ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, „ქართული ხმების“ და „თბილისის მერიის ბიგ-ბენდის“ ერთობლივი საიუბილეო კონცერტი გაიმართა.
კონცერტზე შესრულდა ფოლკლორის, ქართული და უცხოური სიმღერების საუკეთესო ნიმუშები.
„ქართულ ხმებთან“ და თბილისის „ბიგ-ბენდთან“ ერთად მაყურებლის წინაშე წარსდგნენ სოლისტები: მაია ბარათაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, თემო საჯაია, ნესტან ჯიბლაძე, მარიკო ებრალიძე, ნინი გველესიანი და ზაურ შავგულიძე.
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რეგიონული ტურნე ,,Chek in Georgia’’-ს ფარგლებში მიმდინარეობს და  „ქართული ხმების“ 30 წლის, ხოლო,  „ბიგ-ბენდის“ 20 წლის იუბილეს ეძღვნება.