↗ ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია (მოხრეშვა) განხორციელდა.
↗ ადგილობრივი თვითმმართველობის 2018 წლის ბიუჯეტში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების/გზების მოვლა-შენახვისთვის 150 ათასი ლარია გათვალისწინებული.
↗ ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების/გზების მოვლა-შენახვას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.
↗ შესრულებული სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.