სკოპინგის ანგარიშის განხილვა გაიმართა


ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სკოპინგის ანგარიშის (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს) საჯარო განხილვა გაიმართა. მომხსენებელმა პროექტის ტექნიკურ მონაცემებზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიაზე და ჩასატარებელი საბაზისო კვლევების შესახებ ისაუბრა.
 ანგარიშის განხილვას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შპს ,,პრაიმ ბეტონი'' ქალაქ ხობის ტერიტორიაზე გეგმავს სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობას და ექსპლუატაციას, რომელიც  განთავსდება 8833 კვ.მ ფართობზე. საწარმო აღჭურვილია ინერტული მასალების სამსხვრევი და დამახარისხებელი დანადგარების სათანადო სრული კომპლექტაციით; რომელიც შედგება შემდეგი ძირითადი დეტალებისა და კვანძებისაგან: მიმღები ბუნკერი, ორი სამსხვრევი დანადგარი, ორი ცალი დამხარისხებელი დანადგარი, 1 ცალი ქვიშის სარეცხი დანადგარი და 12 ცალი ლენტური ტრანსპორტიორი.
  პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://moe.gov.ge/res/images/file-manager/PrimeConcrete/-.pdf