განცხადება სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით


20 ივლისს, 14 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართება სკოპინგის ანგარიშის (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს) საჯარო განხილვა. შპს ,,პრაიმ ბეტონი'' ქალაქ ხობის ტერიტორიაზე გეგმავს სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობას და ექსპლუატაციას.
 დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 25 ივლისისა, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ-გელოვანის გამზირი  N6; ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
სკოპინგის ანგარიში და განცხადება იხილეთ შემდეგ ბმულებზე: