▶ ქალაქ ხობში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიწმინდა არხი
▶ მოეწყო ნაპირდამცავი ჯებირი
▶ პროექტის ღირებულება 64617ლარია
▶ შესრულებული სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის, ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქმშენებლობის განყოფილების უფროსმა გიგა დანელიამ დაათვალიერეს.
▶საქართველოს მთავრობამ, 2017 წლის 24 ივლისის, N1543 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის დროს დაზიანებული ობიექტების (გზები, ხიდები, ხიდ-ბოგირები და ნაპირდამცავი ჯებირები) აღსადგენად მილიონ ნახევარი ლარი გამოყო.