16
ივნისს, ხობის კულტურის სახლში ა(ა)იპ „ანიმაციის განვითარების ფონდის“ და ა(ა)იპ
„პერსონაჟის“ ორგანიზებითა ანიმაციური ფილმების ფესტივალი - “ექო თოფუზი” გაიმართა.
ხობის
მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეებმა პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად ანიმაციური
ფილმის შექმნაზე იმუშავეს. პროექტის ფარგლებში შექმნილი ერთწუთიანი ფილმით ხობელი მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზის“ საკონკურსო პროგრამაში, კატეგორიაში „ექო თოფუზის“ უორქშოპებზე შექმნილი საუკეთესო ფილმი.
ფესტივალის
მხარადამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ხობის მუნიციპალიტეტის
ადგილობრივი თვითმმართველობა.
საქართველოს რეგიონებში „ანიმაციის განვითარების
ფონდის“ ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ექო თოფუზი“.
ფესტივალის ფარგლებში პროფესიონალი ანიმატორები ატარებენ უორქშოპებს, იმართება ქუჩის
მსვლელობა - „ბარაბანშოუ“. გარდა ამისა, ტარდება წამახალისებელი ვიქტორინები თემაზე
ქართული ანიმაციის ისტორია. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ფესტივალის პრიზებით. ასევე,
იმართება საუკეთესო უცხოური და ქართული საბავშვო ანიმაციური ფილმების ჩვენება. ქართულ
ფილმებს ავტორები თავად წარუდგენენ მაყურებელს.