ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში კონცერტი „ზაფხულის მხიარული
ჰანგები“ გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ხობის N1, N2 საბავშვო ბაღების
აღსაზრდელები და „ხობის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული
ჯგუფებისა და წრეების მოსწავლეები ქართული ხალხური ცეკვებით, სიმღერებითა და ლექსებით
წარსდგნენ.
ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“
და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით
განხორციელდა.