ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო ნოდარ
შენგელიას სახელობის პირველობამ მინიფეხბურთში. ტურნირში ხობის, მარტვილის, ფოთის და
ზუგდიდის საფეხბურთო სკოლების 2006-2007 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული
რვა გუნდი მონაწილეობს.
საფეხბურთო პირველობის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის
მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ნოდარ შენგელიას ოჯახის
წევრები ესწრებოდნენ.
სპორტული შეჯიბრების ფინალური შეხვედრები 23 ივნისს, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.