ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მამაკაცი დააყაჩაღეს


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მამაკაცი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ქუჩაში გადაადგილდებოდა, როდესაც მას თანხა გამოსძალეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.