საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება


23 ივნისს, ქალაქ ხობში, „ჭადრების ხეივანში“ საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება (კროსში) გაიმართა. 100 მეტრზე რბენაში გოგონათა შორის გამარჯვება ნინი მელიამ მოიპოვა, ხოლო ვაჟებში აბსოლუტური ჩემპიონი ლუკა გულუა გახდა.
პირველობაში მონაწილე ყველა ახალგაზრდას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სიგელები და მაისურები გადაეცათ.
ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიზანი - ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში საზოგადოების ფართო მასების ჩაბმაა.