შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხობის მუნიციპალიტეტში, მორიგ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს - შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის დამაკავშირებელი 16 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია მერის პირველ მოადგილესთან, ვარაზ გაბედავასთან ერთად გაეცნო.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ 688 ათასი  ლარია და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „NEW ROAD” აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში მთლიანად აღდგება გზის სავალი ნაწილი, დაიგება ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი; მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები,  კიუვეტები, დამონტაჟდება სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები და საგზაო ნიშნები.