შავღელეში რამადან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს (ვიდეო)


ხობის მუნიციპალიტეტის  შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში  ადგილობრივებმა რამადან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს. რამადან - ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა ზურაბ ტარიელაძემ შეასრულა.
რამადან ბაირამი, (იგივე: ფითირ ბაირამი, ურაზა ბაირამი, ქუჩუკ-ბაირამი, შექერ-ბაირამი), მუსლიმური კალენდრის მიხედვით, მეცხრე თვეა და, როგორც წესი, 30-დღიანი მარხვის დასრულების შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ეხმარებიან შეჭირვებულებს, საფლავებზე გადიან და ტკბილეული გააქვთ.
   შავღელეს მცხოვრებლებლებს დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერმა  გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ მიულოცეს.

ვიდეო