ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები (2018)


ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის მეთერთმეტე კილომეტრზე მდებარე (მდინარე ხობზე) ხიდის რეაბილიტაცია

სამუშაოს ღირებულება - 679 946 ლარი
ხიდის სიგრძე 136 მეტრი, ხოლო სიგანე 10.6 მეტრია
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს




პირველი მაისის საკვიკვინიოს უბანში გზის კეთილმოწყობა

2800 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტბეტონის საფარი
აშენდება ხიდბოგირები  და მილ-ხიდები
მოეწყობა რკინაბეტონის სანიაღვრე არხი
სამუშაოს ღირებულება 1 მილიონ 307 ათასი ლარია
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება


პირველი  მაისი( საკვიკვიკვინიო ნაპირსამაგრი)

















თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია
4750 მეტრ მანძილზე მოეწყობა ცემენტ-ბეტონის საფარი
მოეწყობა რკინა-ბეტონის მილ-ხიდები, ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები
სამუშაოს ღირებულება 1.369.889 ლარს შეადგენს (პირველი ეტაპი - 880000, მეორე ეტაპი - 489889)
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება

შუა ხორგაში ხიდის რეაბილიტაცია
ხობის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-48) ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, მდინარე ხობზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოს ღირებულება - 598 765 ლარი
ხიდის სიგრძე 113 მეტრი, ხოლო სიგანე 10 მეტრი იქნება
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს

საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია

3770 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი
მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, მილხიდები და რკინის ცხაურები
სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 86 ათასი ლარია
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება


შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის დამაკავშირებელი 16 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია

სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ 688 ათასი ლარია
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს
დაიგება ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი
მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები

წყალსადენი სისტემის მშენებლობა

შუა ხორგის, ქარიატის და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი სისტემის მშენებლობა მშენებლობა მიმდინარეობს
მაგისტრალის სიგრძე 34 კილომეტრია
სამუშაოების დასრულების შემდეგ 2000-მდე მოსახლე სასმელ წყალს მიიღებს
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება

თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეული -მელიორაცია
ერთ კილომეტრ მანძილზე ამოიწმინდება მდინარე მუნჩიას კალაპოტი და მოეწყობა დამბა
როექტს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს






შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეული -მელიორაცია
შპს „საქართველოს მელიორაცია“ დამშრობი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს  აშენდება 21 მილ-ხიდი და 140 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაიწმინდება არხები.






ხობის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი

სპორტულ კომპლექსში გათვალისწინებულია საჭიდაო მოედნის, ჭადრაკის დარბაზის, საბილიარდეს,  ფიტნესდარბაზისა და საუნის მოწყობა
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს