ქალაქ ხობის № 2 საბავშვო ბაგა-ბაღში ,,მხიარული შეჯიბრება“ გაიმართა, რომელშიც პატარებთან ერთად, მათმა აღმზრდელებმა და მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ელისო კვიკვინია მოწვეულ სტუმრებთან ერთდ ესწრებოდნენ.