31 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2018 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც „C“ ჰეპატიტით დაავადებულთათვის საჭირო გამოკვლევის დაფინანსებისთვის“ გამოყოფილი თანხა 15000 ლარი 28 მაისის მდგომარეობით ამოწურულ იქნა, რის გამოც მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნული მუხლი გაიზარდა 9000 ლარით. სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის (თხოვების) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ხეთის, თორსა-დღვაბისა
და ქვემო ქვალონის სოფელ ჭითაუშკურის წყალსადენი სისტემები გადაეცა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებას“. ხოლო განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის (უსასყიდლო უზუფრუქტის) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებას“ უსასყიდლო უზურფრუქტით გადაეცა ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქ. N202-ში მდებარე შენობის მე-2 სართულზე არსებული ფართი. რაც შეეხება დადგენილების პროექტს „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირებისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს წევრების მხრიდან გამოთქმული შენიშვნების გათვალისინების მიზნით დაუბრუნდა მერიას ხელახალი განხილვისთვის. დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.