ქალაქ ხობში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა გზების კეთილმოწყობა (გზების
მოასფალტება და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია) მიმდინარეობს. ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე
მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა,
გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა.
პროექტი, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში
გამარჯვებული კომპანია შპს „შარაგზა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს, 26
მაისის, ერეკლე მეორის, დავით აღმაშენებლის (I და II ჩიხები), ფიროსმანის, იონა მეუნარგიას,
ვახტანგ გორგასლის (მეორე ჩიხი), ილია ჭავჭავაძისა და გიორგი ჭყონდიდელის დამაკავშირებელი
ქუჩების და ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 320 ათასი ლარია. გზების რეაბილიტაციაზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.