შეხვედრა თემაზე - „ციფრული წიგნიერება და ელექტრონული ბიზნესი“


21 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში თემაზე: „ციფრული წიგნიერება და ელექტრონული ბიზნესი“ შეხვედრა გაიმართა.
 სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელმა ადგილობრივ მეწარმეებთან ციფრული წიგნიერების, მარკეტინგის, ელექტრონული კომერციის და ელექტრონული მმართველობის საკითხებზე ისაუბრა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
შეხვედრის ბოლო,  მონაწილეებს გადაეცათ უფასო ვაუჩერები, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ გაიარონ ტრენინგები ელექტრონულ კომერციაში, ისარგებლონ ფართოზოლოვანი ინტერნეტით, განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მომსახურება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და დაამზადონ საკუთარი ვებ-გვერდი.
შეხვედრას ადგილობრივი მეწარმეები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.