საგვიჩიოში ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს


ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს. მაღალი გამავლობის ავტომობილზე დამონტაჟებული აპარატით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლის ტერიტორია.
 ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში.
1 მაისს, ძველი ხიბულის (2 ერთეული ტექნიკა), ზემო ქვალონის (2 ერთეული ტექნიკა) და ბიის (2 ერთეული ტექნიკა) ადმინისტრაციულ ერთეულებში თერმული ნისლის გამოყენებით დამუშავდება ტერიტორიები.
დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: parosana.ge