ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ინტელექტუალური შოუ - „ყველაზე ჭკვიანი ჭკვიანთა შორის" ჩატარდა.


 
 20 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ინტელექტუალური შოუ - „ყველაზე ჭკვიანი ჭკვიანთა შორის" ჩატარდა. პროექტს ხელმძღვანელობდა პროექტების მართვის სპეციალისტი ლელა ალანია. ინტელექტუალური შოუ ქართული ენის კვირეულს მიეძღვნა. ღონისძიების მიზეზი იყო, გაგვეგო თუ როგორ იცოდნენ მოსწავლეებმა ქართული ენა და ლიტერატურა. მიზანი: ხელი შევუწყოთ მომავალმა თაობებმა უკეთ ისწავლონ მშობლიური ენა, რამეთუ მხოლოდ იმ ერს აქვს უფლება ისტორიულ ასპარეზზე ცხოვრებისა და მოქმედებ
ისა, რომელიც მუდამ იცავს თავის ენას, ზნეს, ჩვევას!
  ყველაზე ჭკვიანის ტიტულის მოსაპოვებლად 10 მოსწავლე იბრძოდა: გურამ შონია, პოლინა ფილიპია, ირაკლი ხომერიკი, დონარა გეგეჭკორი, მაია ქარცხია, ნინო დევდარიანი, გიორგი ლატარია, თორნიკე მოდებაძე, გვანცა თაბაგარი, ნინო წითლიძე.
   ბლიც ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 130 ქულით თორსის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ლატარია და ნოჯიხევის საჯარო სკოლის მოსწავლე 120 ქულით, ირაკლი ხომერიკი.ყველაზე ჭკვიანის ტიტულის მფლობელი გახდა ირაკლი ხომერიკი. ვულოცავთ ირაკლის ამ გამარჯვებას. მონაწილეებს მადლობას ვუხდით პროექტში მონაწილეობისათვის და ვუსურვებთ წარმატებებს.
შოუს დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები. 
    ყველაზე ჭკვიანს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის სახელით გადაეცა პრიზი, წიგნის სახით. გამგეობის მთავარმა სპეციალისტმა ძეგლთა დაცვის საკითხებში, ფოთისა და ხობის ეპარქიის სიწმინდეთა მოძიებისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორმა ბატონმა გოგიტა ჩიტაიამ, თითოეული მონაწილეს საჩუქრად საკუთარი წიგნი“ხობის სიძველენი“გადასცა.