მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გამოკვლევები ჩაუტარდა (video)

26 აპრილს, „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ხობის ჰოსპიტალში, თბილისიდან ჩამოსულმა მედიკოსთა ჯგუფმა, ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარა. მოსახლეობას შესაძლებლობა ქონდა ესარგებლა ექიმთა კონსულტაციით და ჩაეტარებინა ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები. აქცია, საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მსგავსი ტიპის სამედიცინო კვლევები მომავალშიც ჩატარდება.