ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1.118.793 ლარს შეადგენს (I ეტაპი -817054 ლარი; II ეტაპი - 301739 ლარი).
გზა, რომელიც სოფელს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
პროექტი უახლოეს დღეებში დასრულდება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.