
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ერთი ტრაქტორი და 8 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი იმუშავებს, მათ შორის - ხუთი ავტომობილი აღჭურვილია თერმული ნისლის აგრეგატით, ხოლო სამზე დამონტაჟებულია მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა. ადმინისტრაციულ ერთეულებში დამონტაჟდა 158 ფერომონი, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთების შესაწამლად დარიგებულია ზურგსაკიდი აპარატები.