Skip to main content
ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო ტურნირი
2 აპრილს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირმა მინიფეხბურთში შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2004-2005-2006 წლებში დაბადებულ ბიჭუნათა 10 გუნდი მონაწილეობს. გახსნით მატჩში ერთმანეთს ჭალადიდისა და ქვემო ქვალონის საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ. თამაში ჭალადიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4-1 დასრულდა. ღონისძიებას, ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს წევრები და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება. საფეხბურთო პირველობის ფინალური შეხვედრები 12 აპრილს გაიმართება.