ზემო ქვალონში 207 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თხილის პლანტაცია შენდება


შპსკახური ტრადიციული მეღვინეობა ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში 207 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თხილის პლანტაციას აშენებს.
თხილის პლანტაციის გაშენების პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, ანგულ მიქავა გაეცნენ.
დღეის მდგომარეობით 90 ჰექტარზე დარგულია თხილის ნერგები, ხოლო სამუშაოზე დასაქმებულია 34 ადგილობრივი მუშახელი.