„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა“ და ამერიკის შეერთებული
შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში თემაზე "ჩემი ევროპა" გამოცხადებული ესეების კონკურსში ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ნიკა ვადაქარიამ გაიმარჯვა.
ესეების კონკურსი „ჩემი ევროპა“ მოიცავდა ევროკავშირში
ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს: რას ნიშნავს მისთვის ევროპა? რას გულისხმობს
ევროპული არჩევანი? როგორ წარმოუდგენია ევროპასთან დაახლოება? როგორია მისთვის მოლოდინი,
მოსაზრებები იმ პერსპექტივების თაობაზე, რაც ევროკავშირში
ინტეგრაციიდან გამომდინარეობს ქვეყნისთვის და პირადად მისთვის.
გამარჯვებული მოსწავლე და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მედეა ვარდია
მიწვეულნი
არიან
ლოპოტას საგაზაფხულო ბანაკში.