2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა ხობის მუნიციპალიტეტშიც. ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეებისა და მერიის თანამშრომელთა მონაწილეობით აქცია-მსვლელობა სახელწოდებით „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ გაიმართა.