ტრენინგი ოჯახისა და სასოფლო ამბულატორიების ექიმებისთვის

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა ოჯახისა და სასოფლო ამბულატორიების ექიმებისთვის ტუბერკულოზის, შიდსისა და „ც“ ჰეპატიტის გამოვლენისა და სკრინინგის საკითხებზე ტრენინგი გამართეს. პირველი აპრილიდან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში „ც“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესაბამისად, მოხდება ინფიცირებულ პირთა გამოვლენა და მკურნალობა. პროგრამა, ასევე ითვალისწინებს ტუბერკულოზისა და შიდსის დიაგნოსტიკას. ხობის მუნიციპალიტეტში “ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პატრნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში” პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.